19 ნოემბერი 2024,   03:32
ვრცლად
"ჩანაწერი არ არის ავთენტური" - სანდრო ბრეგაძე რუსეთის ფედერაციის საბჭოს წევრთან სატელეფონო საუბრის შესახებ

"ქართული მარში - ეროვნული მოძრაობის” თავმჯდომარემ სანდრო ბრეგაძემ რუსეთის ფედერაციის საბჭოს წევრთან გავრცელებულ სატელეფონო საუბარზე კომენტარი გააკეთა. სანდრო ბრეგაძე კგბ-ს ყოფილ პოლკოვნიკთან ახლობლობას არ უარყოფს და ამბობს, რომ სატელეფონო საუბარი დამონტაჟებულია.

"ჩანაწერი არ არის ავთენტური, რაც შეეხება იგორ მოროზოვთან ჩემს ურთიერთობას, ის არის ჩემი ოჯახის ძალიან ახლობელი. ქართველი ბიზნესმენების 99%-ს აქვს აქვს ხოლმე საუბრები ბიზნესზე, არა მარტო რუსეთის, უკრაინის წარმომადგენლებთან, არამედ მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნის წარმომადგენლებთან. აქედან გამომდინარე, უცნაური რა არის ამაში? უცნაური იცით რა არის? დაზუსტებული ინფორმაცია მაქვს იმის თაობაზე, რომ ამ წუთებშიც შესაძლებელია მიმდინარეობს ჩემი პარადი ცხოვრების ამსახველი კადრების დამონტაჟება,“ - განაცხადა სანდრო ბრეგაძემ.  

შეგახსენებთ, სოციალურ ქსელ იუთუბის გვერდზე ვრცელდება აუდიო ჩანაწერი, რომელშიც სანდრო ბრეგაძე რუსეთის ფედერაციის საბჭოს წევრს ესაუბრება. იგორ მოროზოვთან რამდენიმე წუთიანი დიალოგის დროს სანდრო ბრეგაძეს ჰპირდებიან, რომ კონკრეტული დავალებების შესრულების შემდეგ ის კრემლისთვის სანდო პირი გახდება.

დღის ამბები