აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკამ ევროკავშირი, სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელორუსი, საქართველო, მოლდოვა და უკრაინა ერთმანეთთან გააერთიანა - ამ შინაარსის სტატიას ევროპული გამოცემა euractiv ავრცელებს.
სტატიაში ასევე ნათქვამია, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს, აღმოსავლეთ პარტნიორობისა და სამხრეთ სამეზობლოს ქვეყნებს, რაც გამოხატული იქნება დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნასა და ეკონომიკურ აღმავლობაში.
პუბლიკაციაში საქართველოს მთვარობის სიტყვებიც არის მოყვანილი, სადაც წერია რომ ევროინტეგრაციის მასშტაბების თვალსაზრისით, ევროკავშირსა და საქართველოს ურთიერთობები ისტორიულ სიმაღლეზეა.