თბილისში კორონავირუსით ინფიცირებულთა ახალი ჯგუფი გამოვლინდა. ინფექცია სოფელ დიღომს და იქ გამართულ საბანკეტო ღონისძიებას უკავშირდება. ინფიცირებულები არიან 60 წლამდე პირები და ვირუსი 47 ადამიანს დაუდგინდა.
როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი აცხადებს, ყველა ის პირი, ვისთანაც მათ კონტაქტი ჰქონდათ, ნაწილი თვითიზოლაციაშია გადაყვანილი და ლაბორატორიაშია გადაგზავნილი მათი ბიოლოგიური ნიმუშები.
ადგილობრივები ამბობენ, რომ ერთ-ერთი მათგანი ბათუმში იმყოფებოდა.
"ერთ-ერთი ვიცი, რომ ბათუმში იყო, ხოდა რომ ჩამოვიდ,ა მერე კლასელები შეიკრიბნენ, ეს ვიცი. სრულწლოვანია ყველა როგორც ვიცი,“ - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.