26 აპრილი 2024,   12:34
ვრცლად
საქალაქო სასამართლოში "ლეიბორისტული პარტიის" აქტივისტები მოწმის სახით იკითხებიან

ამ წუთებში საქალაქო სასამართლოში მაგისტრი მოსამართლის წინაშე "ლეიბორისტული პარტიის" აქტივისტები მოწმის სახით იკითხებიან. საქმე ეხება გლადუნალაში მომხდარ ინციდენტს, როცა აქტივისტებმა ერთ-ერთი სკვერიდან "ქართული ოცნების" დროშები ჩამოხსნეს და მის ნაცვლად საქართველოს დროშები დაკიდეს.

ფაქტს სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.

"რამდენიმე ხანში ქართველი ხალხი "ქართული ოცნებისა" და ივანიშვილის დროშას ქართული პოლიტიკიდან ამოგლიჯავს და ვერავითარი სასამართლო და სპეცსამსახურები მათ ვერ უშველით. ეს ბიჭები უკვე შევიდნენ საქართველოს ისტორიაში, როგორც 20 ივნისის გმირები და ახალი საქართველოსთვის გზის გამკვლველი, ვერავითარი უსამართლო სასამართლო და დამსჯელი სტურუქტურა ამ პროცეს ვერ გააჩერებენ," - აღნიშნა "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა.

დღის ამბები