27 აპრილი 2024,   05:02
ვრცლად
ეპიდვითარება დაძაბულია, თუმცა კონტროლირებადი - აჭარის მთავრობაში რეგიონში კორონავირუსით გამოწვეული მდგომარეობა შეაფასეს

აჭარაში ეპიდვითარება დაძაბულია, თუმცა კონტროლირებადი - ასე შეაფასეს აჭარის მთავრობაში რეგიონში კორონავირუსით გამოწვეული მდგომარეობა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, ყველა უწყება კოორდინირებულად მუშაობს და რაიმე სახის გართულებებს არ ელოდებიან. თორნიკე რიჟვაძე ამბობს, რომ ინფიცირების რაოდენობის ზრდის მიუხედავად, რეგიონში არც რეგულაციების გამკაცრებას ფიქრობენ. საზოგადოების მხრიდან მაღალ პასუხისმგებლობასა და დადგენილი წესების დაცვის მნიშვნელობაზე საუბრობს აჭარის ჯანდაცვის მინისტრი.

"ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ ვმართოთ დაინფიცირებული ადამიანები, ამავე დროს მოვახდინოთ მიდევნება კონტაქტების, რომ არ გვქონდეს გავრცელება. პანიკის არანაირი საფუძველი არ არსებობს, დარწმუნებული ვარ, რომ თუ წესებს დავიცავთ ჩვენ შევძლებთ სიტუაციის აბსოლუტურ სტაბილიზაციას,"- აცხადებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილის ნინო ნიჟარაძის თქმით, ინფიცირების მომდევნო დინამიკა აბსოლუტურად არის მოსახლეობაზე დამოკიდებული

"გვაქვს შემთხვევების სტაბილური მატება, არ გვაქვს უეცარი მატების ტემპი, ეს არის კარგი პროგნოზი, აღნიშნული ტემპი შეიძლება შენარჩუნებული იყოს მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში. არ გვაქვს უცებ კლების მოლოდინი. მომდევნო დინამიკა აბსოლუტურად არის მოსახლეობაზე დამოკიდებული, თუ ყველა წესი არ იქნა მაქსიმალურად გატარებული შემთხვევების შემცირება ვერ მოხდება,"- განაცხადა ნინო ნიჟარაძემ.

დღის ამბები