22 დეკემბერი 2024,   15:22
ვრცლად
ბოლნისში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისზე უხამსი წარწერები განათავსეს

ბოლნისში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისი დააზიანეს. პარტიის შენობაზე და კახა ოქრიაშვილის ოფისზე მოწინააღმდეგეებმა უხამსი წარწერები განათავსეს.

ფაქტი გუშინ ღამით მოხდა. როგორც შტაბის ხელმძღვანელი ამბობს, ქალაქში ძალა ერთობაშიას მაჟორიტარობის კანდიდატის პლაკატებიც ჩამოხიეს, დილის საათებში კი წარწერები განათავსეს.

მათივე თქმით, მომხდართან დაკავშირებით პოლიციაში განცხადება უკვე შეტანილია და ახლა დროულ რეაგირებას ელიან.

დღის ამბები