19 ნოემბერი 2024,   03:43
ვრცლად
ვფიქრობ, უპრიანი იქნება დაწყებითი კლასის ბავშვები სკოლებში მივიყვანოთ - დიმიტრი ხუნდაძე

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე "დღის კურიერში" სტუმრობისას საკლასო ოთახებში სწავლის დაწყების საკითხს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მისი აზრით, შესაძლებელია დაწყებით კლასებში სწავლა კლასებში აღდგეს.

თუმცა დიმიტრი ხუნდაძის თქმითვე, გადაწვეტილება საკოორდინაციო საბჭომ უნდა მიიღოს.

ამ რთულ ვითარებაში, ისევე როგორც სხვა გადაწყვეტილებებს, ამ გადაწყვეტილებასაც სჭირდება კარგი დაფიქრება. სკოლაში მისვლა ზრდის მობილობას. ეს გადაწყვეტილებაც მიღებულ იქნება ეპიდვითარებიდან გამომდინარე. ახლა ამ ვითარებაში ვფიქრობ, რომ სწავლის არგადადება შესაძლებელია, მაგრამ ეს არის უკვე ზღვარი, თუ უფრო მეტად გაიზარდა ინფიცირებულთა რიცხვი, მაშინ ალბათ იქნება დასაფიქრებელი, რომ სკოლა გადაიდოს. საკოორდინაციო საბჭოზე იქნება მსჯელობა და საბოლოო გადაწყვეტილება იქ მიიღება, მაგრამ ამ ეტაპზე, ეს არის ჩემი პირადი მოსაზრება, უპრიანი იქნება დაწყებით კლასებში მივიყვანოთ ბავშვები, რამეთუ ერთ პრობლემას მოვხსნით, მშობლებისთვის ბავშვების არმიყვანის შემთხვევაში პრობლემას წარმოადგენს ის, რომ მათ დამტოვებელი სახლში არ ჰყავთ და ისინი სამსახურებში დადიან. ბავშვები ნაკლებ რისკფაქტორს წარმოადგენენ, მასწავლებლები უფრო არიან რისკფაქტორი და ისინი პერიოდულად გაიტესტებიან, ამიტომ დაწყებით კლასებში შეიძლება სწავლის დაწყება და დიდ კლასებში მე ვფიქრობ, რომ ამ ეტაპზე ჯობია თავი შევიკავოთ," - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ და იქვე განმარტა, რომ იმ ქალაქებში, სადაც დაინფიცირების ხარისხი მნიშვნელოვნად დაბალია, შესაძლებელია სასწავლო პროცესი უშუალოდ სკოლებში, მაღალ კლასებშიც დაიწყოს.

დღის ამბები