ონლაინ სწავლებამ ახალი ტენდენცია გამოკვეთა. უხამსი ლექსიკა და ლექტორის შეურაცხყოფა.
სოციალურ ქსელებში აქტიურად ვრცელდება ვიდეო, სადაც ახალგაზრდები ლექტორს შეურაცხყოფას აყენებენ.
ერთ-ერთი მათგანის იდენტიფიცირება უკვე მოხდა და ის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტია. მას სავარაუდოდ, უნივერსიტეტიდან გარიცხავენ.
დანარჩენების ვინაობა შინაგან საქმეთა სამინისტრომ უნდა გამოიკვლიოს. სახელმწიფო უნივერსიტეტმა გამოძიებას უკვე მიმართა.