საქართველოში კორონავირუსის 259 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. განახლებული სტატისტიკა ვებგვერდზე stopcov.ge გამოქვეყნდა.
სულ ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 4,399 შემთხვევაა დადასტურებული.
გამოჯანმრთელდა კიდევ 62 პაციენტი და მათი საერთო რაოდენობა 1,705-ს შეადგენს.
კარანტინის რეჟიმში ამ დროისთვის 5390 ადმიანი იმყოფება. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 836.
ქვეყანაში კორონავირუსით 25 ადამიანი გარდაიცვალა.