იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის განცხადებით, ბავშვებისთვის გრიპის ვაქცინის ჩატარება უმნიშვნელოვანესია. ივანე ჩხაიძის განმარტებით, ორი ვირუსის - გირიპისა და კორონავირუსის თანაარსებობას უკიდურესად მძიმე თვეებში, ვერც ერთი ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა ვერ გაუძლებს.
"გრიპის გავრცელების თვალსაზრისით 6-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვები განიხილება, სწორედ ამ ასაკობრივ ჯგუფშია ვაქცინა რეკომენდირებული, ამით ჩვენ ბევრ პოზიტიურ ცვლილებას შევიტანთ მომდევნო პერიოდის მძიმე თვეებში, რას გველია. ამაში ვგულისხმობ გრიპის შემთხვევების მატებას. იმ პერიოდში, როდესაც ეს მატება იქნება და საქართველოში ეს პერიოდი ნოემბრიდან იწყება იქნება კორონავირუსის გავრცელების მატებაც. ორი ვირუსის თანაარსებობა კი, რისკის შემცველია.
ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ კორონავირუსი ბავშვებს ნაკლებად აზიანებს, გრიპისათვის კი სწორედ ბავშვებია ძირითადი სამიზნე. ამიტომ, აუცილებელია ბავშვების ვაქცინაცია. თუკი ჩვენ მოგვიწია გრიპით დაავადებული ბავშვების ჰოსპიტალიზაცია, ამავე პერიოდში მათთვის ცალკე ადგილები უნდა იყოს გამოყოფილი კორონავირუსის გამო. ამ თანხვედრას კი, ვერ ცერთი ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა ვერ აიტანს,"- აცხადებს იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძე.