19 ნოემბერი 2024,   03:21
ვრცლად
საზოგადოებრივი მაუწყებელი იქნება ყველაზე მაღალი სტანდარტის მედიასაშუალება საქართველოში - თინათინ ბერძენიშვილი

საზოგადოებრივი მაუწყებლის ახლადარჩეული გენერალური დირექტორის თინათინ ბერძენიშვილის განცხადებით, ტელევიზია ყველაზე მაღალი სტანდარტის მედიასაშუალება გახდება.

მისივე თქმით, საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით ბევრი გეგმა აქვს.

"ბევრი ვისაუბრეთ გეგმებზე. ერთ-ერთი ასეთი დაპირება შეიძლება იყოს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი არის და გახდება უფრო უკეთესი და იქნება ყველაზე მაღალი სტანდარტის მედიასაშუალება საქართველოში, დაწყებული როგორც ახალი ამბებით და მიმდინარე მოვლენებით, დამთავრებული მისი შინაარსობრივი ვალდებულების თითოეული წუთით," - განაცხადა საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორმა თინათინ ბერძენიშვილმა. 

საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი გენერალური დირექტორი თიკო ბერძენიშვილი მაუწყებლის ბორდის წევრებმა დღეს ღია კენჭისყრით აირჩიეს. 

დღის ამბები