19 ნოემბერი 2024,   03:32
ვრცლად
წინა კომისია ძალიან ბევრ ეჭვებს ბადებდა, რადგან ყველა საკითხი ამ კომისიაზე საქართველოს საზიანოდ გადაწყდა - მამა ანდრია ჯაღმაიძე

დეკანოზი, საქართველოს საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელი მამა ანდრია ჯაღმაიძე "დღის კურიერის" ეთერში დავით-გარეჯზე და იქ არსებულ პრობლემებზე ისაუბრა.

ანდრია ჯაღმაიძემ ისაუბრა იმ კომისიაზე, რომელიც დავით-გარეჯის სადაო საკითხებზე მუშაობდა და მისი თქმით, კომისიის არსებობის პერიოდში არც ერთი საკითხი არ გადაწყვეტილა საქართველოს სასარგებლოდ.

"ორმხრივად აღიარებული დოკუმენტი, რომელიც 1996 წელს შეიქმნა, სწორედ ამ რუკას მიუთითებს, რომელზეც დღესაა საუბარი 1938 წლის რუკა, სადაც საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვრებია ასახული. ერთადერთი დოკუმენტი, რომელზეც ორივე მხარეა შეთანხმებული. ამიტომ ერთადერთი ლეგიტიმური რუკა სწორედ ეს არის.

მოგეხსენებათ, რომ ბოლო პერიოდში ძალიან ბევრი არაჯანსაღი სპეკულაციები გამოიწვია დავით-გარეჯის თემამ. საპატრიარქოსკენაც იშვერდნენ ხელს, თითქოს ჩვენ რაღაც გარიგებების გამო ჩუმად ვართ. მეორეს მხრივ, საზოგადოების ჯანსაღი ინტერესი არსებობს ამ პროცესის მიმართ. ვიცით, რომ ბოლო კომისიის სხდომა 1 წლის წინ გაიმართა. 

წინა კომისია ძალიან ბევრ ეჭვებს ბადებდა თავისი მუშაობის კომპეტენციაში, რადგან ყველა საკითხი ამ კომისიაზე საქართველოს საზიანოდ გადაწყდა. მოვითხოვეთ კომისიის გადახალისება. შემდგომში, არაერთხელ გავაკეთეთ განცხადება, რომ გვქონდა ინფორმაცია კომისიის პრინციპული პოზიციების შესახებ, რომ გაუმჯობესდა იქაურობა და გახდა ეს ყველაფერი დოკუმენტებზე დაყრდნობილი.

კომისიის მუშაობის პროცესში 1938 წლის რუკა უგულებელყოფილი იქნა და სხვა რუკა დაიდეს სახელმძღვანელოდ და ამ რუკის მიხედვით გაავლეს სავარაუდო საზღვარიც ქედზე. 38 წლის რუკის მიხედვით კი, ეს საზღვარი არის ქედს ქვემოთ და მთლიანი კომპლექსი უდაბნოსი და ჩიჩხიტურის, არის ამ ქედს აქეთ, ანუ საქართველოს მხარეს,"- განაცხადა მამა ანდრია ჯაღმაიძემ.

დღის ამბები