19 ნოემბერი 2024,   03:42
ვრცლად
ცუდად ვარ, მიჭირს, დავიღალე - Primetime თამარ ბაჩალიაშვილის მძიმე ფსიქოლოგიური მდგომარეობის ამსახველ აუდიო-ჩანაწერს აქვეყნებს

ცუდად ვარ, მიჭირს, დავიღალე - ეს ფრაზები ისმის აუდიო ჩანაწერში, რომელსაც Primetime  ავრცელებს.

გამოცემის მტკიცებით, ხმა თამარ ბაჩალიაშვილს ეკუთვნის და მასალაში ახალგაზრდა პროგრამისტის მძიმე ფსიქოლოგიური მდგომარეობაა ასახულია. ეს ის ჩანაწერია, რომელიც დახურულ შეხვედრაზე პროკურატურამ ჟურნალისტებს მოასმენინა, თუმცა საჯარო სივრცეში მხოლოდ დღეს გამოჩნდა.

აუდიო-ჩანაწერი ერთ-ერთია იმ მტკიცებულებებიდან, რის საფუძველზეც პროკურატურა თვითმკვლელობის ვერსიას ამყარებს. ბაჩალიაშვილის ადვოკატი კი ამბობს, რომ ჩანაწერი არგუმენტად ვერ გამოდგება.

"კითხვა მაქვს პროკურატურასთან, თუ საიდან აღმოჩნდა ტელევიზიებში ეს ჩანაწერი. ეს ჩანაწერი ვერანაირად ვერ გამოდგება იმის დასადასტურებლად, რომ აღნიშნული შეიძლება საკმარისი იყოს თვითმკვლელობითვის. საქმეში არ დევს გამოთხოვილი შიდა ინფორმაცია - "ფეისბუკის", "ვოთსაფისა" და გადაადგილების ლოკაციის, რაც მოთხოვნილი იყო. ის, რაც ჩვენი ვერსიის შემდეგ, რომელიც "ვილა ალგეთს" ეხება, პროკურატურამ მარტო ახალი თვითონ შექმნილი, ვითომ "გუგლიდან" ამოღებული ინფორმაცია - შეუსაბამოა,"- აცხადებს თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი. 

დღის ამბები