აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი აცხადებს, რომ ყარაბაღი სომხეთის ტერიტორია არ არის.
"როცა სომხეთის პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ ყარაბაღი სომხეთია, ეს ტყუილია. როცა მე ვამბობ ყარაბაღი აზერბაიჯანის ტერიტორიაა, ეს სიმართლეა.
საერთაშორისო სამართალი, საერთაშორისო არენა ჩვენს მხარესაა, აღიარებულია რომ აზერბაიჯანის ტერიტორიები ოკუპირებულია. შესაბამისად მოსაზრება, რომ ჩვენ სომხეთის ტერიტორიებისადმი სამხედრო მიზნები გაგვაჩნია სიმართლე არ არის,"- განაცხადა ილჰამ ალიევმა.
ვითარება კონფლიქტურ რეგიონში დღეს დილიდან დაიძაბა. ორივე მხარემ გამოიყენა მძიმე შეიარაღება. მათ შორის საზენიტო სარაკეტო კომპლექსები. დაიბომბა რამდენიმე სოფელი.