გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომ კორონავირუსი აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის დაცვის 2 თანამშრომელს დაუდასტურდა, კლინიკაში ოფიციალურ განმარტებას არ აკეთებენ.
კლინიკის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი მაია ღუღუნიშვილი აცხადებს, რომ ბოჭორიშვილის კლინიკაში ინფექციის გავრცელების შანსი არის მინიმალური.
"არ გიდასტურებთ ამ ინფორმაციას. ყველა დასასვენებლად იყო არავინ თავს არ უფრთხილდება, დაცვის და ადმინისტრაციის თანამშრომელი თუ ინფიცირდება ამაზე აქცენტის გამახვილება არ არის საჭირო. ჩვენთან შიგნით ინფექციის გავრცელების შანსი არის მინიმალურზე მინიმალური,"- განაცხადა მაია ღუღუნიშვილმა.