"ევროპულმა საქართველომ" ზუგდიდში საარჩევნო პროგრამის პრეზენტაცია გამართა. პარტიის ლიდერებმა მოსახლეობას სამომავლო ხედვა და ის პრიორიტეტები გააცნეს, რომელზეც გამარჯვების შემთხვევაში აპირებენ მუშაობს.
მოსახლეობას სიტყვით მიმართა "ევროპული საქართველოს" ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გიგი უგულავამ და აღნიშნა, რომ საქართველომ სწორად უნდა გამოიყენოს შესაძლებლობები.
"ჩვენ არაფერში გვჭირდება ძალის გამოყენება, ჩვენი ძალა შესაძლებლობების სწორად გამოყენებაშია. საქართველომ აფხაზეთსა და სამაჩაბლოში უდიდესი ტკივილი გამოიარა და ამ ტკივილმა გაგვყო ორ ნაწილად. აუცილებლად დადგება დრო, როდესაც აფხაზეთისთვის პრაგმატულად არ იქნება მომგებიანი რუსეთის კოლონიად ყოფნა, ასეთ დროს ჩვენ უნდა ვიყოთ მზად ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად.
ამას ივანიშვილი ვერ და არ შეძლებს, სააკაშვილს კიდევ ექნებოდა შანსი სარგებელი მოეტანა ქვეყნისთვის თუმცა მისი დაუნდობელი ლტოლვა ერთიპროვნული ძალაუფლებისკენ ამ შანსს ანულებს. ივანიშვილთან ერთად მორჩება საქართველოს ერთპიროვნული მართვა,"- განაცხადა გიგი უგულავამ.