აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა და უოლტერ რიდის სახელობის სამხედრო კვლევითი ინსტიტუტის წარმომადგენლებმა საქართველოში გმირთა მემორიალი გვირგვინებით შეამკეს, ინფორმაცია ამერიკის საელჩოს "ფეისბუქის" გვერდზე განთავსდა.
"27 წლის წინ ამ დღეს სოხუმი დაეცა. ამ მძიმე ტრაგედიის შედეგად ათასობით ადამიანმა სიცოცხლე დაკარგა და ასობით ათასი აიძულეს, რომ საკუთარი სახლები დაეტოვებინათ.
ჩვენ ვიხსენებთ ამ დღეს დიდი სინანულითა და იმედით, რომელიც ამდენი იძულებით გადაადგილებული ადამიანის გულში რჩება," - აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში.