ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ჯეიმს აპატურაი აცხადებს, რომ მომხდარი კონფლიქტის გამო ნატო შეშფოთებულია.
"ნატო ღრმა შეშფოთებას გამოხატავს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში შეხების ხაზთან ფართომასშტაბიანი სამხედრო მოქმედებების შესახებ გავრცელებული ინფორმაციის გამო. მხარეებმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტონ საომარი მოქმედებები, რამაც უკვე გამოიწვია მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში.
ამ კონფლიქტის გადაჭრა სამხედრო გზით ვერ მოხდება. მხარეებმა უნდა განაახლონ მოლაპარაკებები ვითარების მშვიდობიანი დარეგულირების მიმართულებით. ნატო მხარს უჭერს ეუთო-ს მინსკის ჯგუფს,"- განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ.