დღეიდან საუბნო საარჩევნო კომისიების პირველი სხდომები გაიმართება. პირველი სხდომები ჩატარდება, 3 657 საარჩევნო უბანზე.
როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე ცესკოს პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ განაცხადა, პირველი სხდომების ჩატარებიდან იწყება საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა უფლებამოსილება კანონმდებლობით განსაზღვრული ფუნქციების შესასრულებლად.
საუბნო საარჩევნო კომისიების წევრები აირჩევენ კომისიების თავმჯდომარეს, მოადგილესა და მდივანს.
ანა მიქელაძის თქმით, საუბნო საარჩევნო კომისიების სხდომებზე დასწრების უფლება აქვთ შესაბამის საარჩევნო უბანზე რეგისტრირებულ საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებს.
აღსანიშნავია, რომ კანონმდებლობის თანახმად, აღნიშნული უფლება არ ვრცელდება ცესკოსა და საოლქო საარჩევნო კომისიაში დანიშნულ სუბიექტის წარმომადგენლებზე.
საუბნო საარჩევნო კომისიის სხდომებზე ასევე, დასწრების უფლება აქვთ რეგისტრირებულ სადამკვირვებლო და აკრედიტებულ მედია ორგანიზაციებს.