საქართველოს მთავრობის კანცელარიაში რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ სხვადახვა რელიგიის კონფესიის წარმომადგენლებთან მორიგი შეხვედრა გამართა.
სხდომაზე ქონებრივი და ფინანსური საკითხების შემსწავლელმა კომისიამ
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის, მუსლიმი თემის, სომეხთა სამოციქულო და ევანგელისტურ-პროტესტანტული ეკლესიების საკითხები განიხილა.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარის ზაზა ვაშაყმაძის განცხადებით, კომისიაზე ეკლესიამ 26 საკითხი გაიტანა, რომელიც ეკლესიების მშენებლობას ეხება, კომისიამ კი 20 საკითხი დააკმაყოფილა.
ეკლესიის მშენებლობის საკითხი დადებითად გადაწყდა, თუმცა ჯერჯერობით იურიდიულად არ გაფორმებულა. ეკლესიის მშენებლობის სავარაუდო ადგილად სოფელ დიღმის ტერიტორია სახელდება.