19 ნოემბერი 2024,   04:24
ვრცლად
პატიმრობის ნაცვლად გირაო - ამ მოთხოვნით დავით ფურცხვანიძის ადვოკატმა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა

დავით ფურცხვანიძის ადვოკატმა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა და პატიმრობის ნაცვლად გირაო მოითხოვა.

კორესპონდენცია დაკავებულის უფლებადამცველმა უწყებას რამდენიმე წუთის წინ წარუდგინა.

დაცვის მხარე პატიმრობის სანაცვლოდ 5-ათას ლარიანი გირაოს გამოყენებას მოითხოვს და აცხადებს, რომ ეს ფორმა აღკვეთის ღონისძიების მიზნებს უზრუნველყოფს.

დავით ფურცხვანიძის ადვოკატი ნოდარ მესხი პატიმრობის გირავნობით შეცვლას მოითხოვს.

"თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა მოითხოვა. 48 საათში ჩვენ გასაჩივრებას ვაპირებთ და გირაოს მოვითხოვთ, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა ბრალი აღიარა,"- განაცხადა ნოდარ მესხმა.

შეგახსენებთ, რომ დავით ფურცხვანიძე თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტია. ფურცხვანიძე არის პირი, რომელმაც სატელიტის ფოტოები ბაჩალიაშვილების ოჯახის ადვოკატ მიხეილ რამიშვილს მიაწოდა.

გამოძიების ინფორმაციით, ფურცხვანიძემ საკუთარი შვილის დახმარებით, ე.წ. სატელიტის ფოტომასალა გააყალბა და ბაჩალიაშილის ოჯახის ადვოკატს გადაუგზავნა.

დღის ამბები