19 ნოემბერი 2024,   04:31
ვრცლად
შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულები მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა - ბრალდებულებმა ნაფიც მსაჯულებზე უარი განაცხადეს

მცხეთის რაიონულ სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის საქმის განხილვა უკვე დასრულდა.

მოსამართლემ ბრალდებულები პატიმრობაში დატოვა და საქმე არსებით განხილვაში გადავიდა.

ადვოკატების განცხადებით, ბრალდებულებმა ნაფიც მსაჯულებზე უარი განაცხადეს. 

ერთ-ერთი ბრალდებულის ვახტანგ ჩიქოვანის ადვოკატის ლელა გოგოლაძის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ნაფიც მსაჯულებზე უარს აცხადებს.

"მას აქვს სურვილი, ბოლო ისტანციამდე დაადგინოს მისი სიმართლე, რომ მას ამ მკვლელობასთან შემხებლობა არ აქვს. იბრძოლოს ბოლო წუთამდე და მხოლოდ ამიტომ თქვა უარი სისხლის სამართლის საქმის ნაფიც მსაჯულებზე და არა იმ მოტივით, რომ ამ ყველაფრის მიმართ საზოგადოების აზრი უარყოფითად არის განწყობილი,"- განაცხადა ლელა გოგოლაძემ.

დღის ამბები