"რუსთავი 2-ის" ჟურნალისტმა თეონა ცხომელიძემ კორონავირუსი დაამარცხა.
მისმა ტესტმა COVID-19-ზე უარყოფითი პასუხი აჩვენა.
საკოორდინაციო საბჭოს მიერ დადგენილი წესების შესაბამისად კი, ის საკარანტინო სივრციდან უკვე გაეწერა და ახლა რამდენიმე დღე იზოლაციაში იქნება.
"ტესტის პასუხი დღეს მივიღე, იმაზე ადრე, ვიდრე ველოდებოდი და ის უარყოფითი აღმოჩნდა. ახალი პროტოკოლის მიხედვით კი, უკვე სახლში გამომიშვეს. ჯერ არც მჯერა, ძალიან ბედნიერი ვარ და მინდა ყველას გამოჯანმრთელება ვუსურვო, ვინც კარანტინში დარჩა. დღეს ჩემთან ერთად, საკმაოდ ბევრი ადამიანი გამოვიდა,"- განაცხადა "რუსთავი 2-ის" ჟურნალისტმა თეონა ცხომელიძემ.