19 ნოემბერი 2024,   03:35
ვრცლად
სპეციალური ჩარტერული რეისით ათენიდან თბილისში 150-მდე მოქალაქე დაბრუნდა

სპეციალური ჩარტერული რეისით, ათენიდან თბილისში 150-მდე მოქალაქე ჩამოვიდა.

საბერძნეთში ჩარჩენილები სახსრების უქონლობისა და გაუქმებული რეისების გამო, სამშობლოში ამ დრომდე ვერ ბრუნდებოდნენ.

მგზავრებს შორის იყვნენ ის მოქალაქეებიც, რომლებსაც საცხოვრებელთან დაკავშირებით პრობლემები შეექმნათ და საბერძნეთში დასაქმებას ვერ ახერხებდნენ.

პანდემიის დროს საბერძნეთის რესპუბლიკიდან საქართველოში სულ 800-მდე ემიგრანტი დაბრუნდა.

დღის ამბები