თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოკითხვები ამ წუთებშიც გრძელდება - პროკურატურა ამჯერად პროგრამისტ გიორგი ლუბარეცით დაინტერესდა.
დალუქულია პროგრამისტის პირადი ტელეფონიც, ხოლო დაკითხვაზე თანხმობა ლუბარეცმა მხოლოდ მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით განაცხადა.
მოწმის თქმით, პროკურატურის შეკითხვები ძირითადად ბაჩალიაშვილის გაუჩინარების ბოლო დღეს ეხება, როდესაც ახალგაზრდა პროგრამისტი თამარის ადგილსამყოფელს გუგლის საშუალებით ეძებდა.
"პროკურატურაში მისვლის დროს მოვითხოვე, რომ დავეკითხე მოსამართლესთან ერთად. აინტერესებდათ რას ვეძებდი, რატომ ვეძებდი ბაჩალიაშვილის დაკარგვის ტერიტორიაზე და აინტერესებთ, ჟურნალისტებისთვის ხომ არ შემიტყობინებია რაიმე ინფორმაცია. ერთადერთი, რაც მე გავაკეთე, რაც შეიძლება მიუთითებდეს იმაზე, რომ ელისო კილაძეს გადავეცი მე რაღაც ინფორმაცია, არის ის, რომ შევედი საკადასტრო რუკების საიტზე," - ამბობს პროგრამისტი გიორგი ლუბარეცი.