19 ნოემბერი 2024,   03:23
ვრცლად
შსს-თან პირველადი კომუნიკაციით, გამოძიება ჟურნალისტური საქმიანობის ხელშეშლის მუხლით დაწყებულია - ომბუდსმენი მარნეულში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია მარნეულში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს.

ომბუდსმენი იმედოვნებს, რომ გამოძიება ოპერატიულად დაადგენს იმ პირთა ვინაობას, ვინც ფიზიკური ძალადობა განახორციელა.

სახალხო დამცველი ასევე ამბობს, რომ ამ წუთებში აპარატის თანამშრომლები სიტუაციის დეტალურად გაცნობის მიზნით ადგილზე მიემგზავრებიან.

სახალხო დამცველის აპარატი ყურადღებით აკვირდება მარნეულში მიმდინარე მოვლენებს. ამ წუთებში აპარატის თანამშრომლები სიტუაციის დეტალურად გაცნობის მიზნით ადგილზე მიემგზავრებიან.

ჩვენს ხელთ არსებული პირველადი ინფორმაციით, განხორციელდა ფიზიკური ძალადობა რამდენიმე ადამიანის მიმართ, მათ შორის არის სადამკვირვებლო ორგანიზაციის წარმომადგენელი გიორგი მუმლაძე და მედიის წარმომადგენლები (ტელეკომპანია მთავარი, საზოგადოებრივი მაუწყებელი).

ჩვენი პირველადი კომუნიკაციით შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, დაწყებულია გამოძიება ჟურნალისტური საქმიანობის ხელშეშლის მუხლით.

იმედს ვიტოვებთ, გამოძიება წარიმართება ოპერატიულად და მოხდება პასუხისმგებელ პირთა სწრაფი იდენტიფიცირება. აღნიშნული მნიშვნელოვანი წინაპირობა იქნება საზოგადოებრივი წესრიგისა და არჩევნების მშვიდობიან გარემოში ჩატარების უზრუნველსაყოფად," - ნათქვამია ომბუდსმენის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

მარნეულში, დაახლოებით 1 საათის წინ ინციდენტი მოხდა, რომლის შედეგადაც დაშავდა 2 ადამიანი, მათ შორის ჟურნალისტი ჯეიჰუნ მუჰამედალი. დაშავდა საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორიც, რომელსაც კამერა დაუმტვრიეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ. დაშავებულები კლინიკაში არიან გადაყვანილი. დაზიანებულია ერთი ავტომობილი. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. "კურიერის" ინფორმაციით, დაპირისპირება მმართველი პარტიისა და "ნაცმოძრაობის" წარმომადგენლებს შორის მოხდა. 

დღის ამბები