მარნეულში მომხდარ ინციდენტებთან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებები უკვე დაიწყო. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ლაშა გოგნიაშვილი "კურიერთან" აცხადებს, გამოძიება დაწყებულია როგორც გივი ქველაძის ჯანმრთელობის დაზიანების, ასევე, ჯეიჰუნ მუჰამედალისთვის ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტზე.
"მყისიერად დავიწყეთ გამოძიება გივი ქველაძის ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე, 126-ე მუხლით. რაც შეეხება ჯეიჰუნ მუჰამედ ალის ცემის ფაქტს, დავიწყეთ გამოძიება ჟურნალისტური საქმიანობის ხელის შეშლის, სისხლის სამართლის კოდექსის 174-ე მუხლით.
"მიმდინარეობს აქტიური ოპერატიული სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები დანაშაულის ჩამდენი პირების დადგენა-დაკავების მიზნით. შინაგან საქმეთა სამინისტრო აკეთებს ყველაფერს, ვინაიდან იყო საზოგადოებრივი წესრიგი დაცული როგორც მარნეულში, ასევე მთელს საქართველოში. ყველანაირი საგამოძიებო და ოპერატიული მოქმედებები იქნება მყისიერად ჩატარებული,"-განაცხადა ლაშა გოგნიაშვილმა.