19 ნოემბერი 2024,   03:43
ვრცლად
დეზინფორმაციასა და მედიაწიგნიერებასთან დაკავშირებით მრგვალი მაგიდის გარშემო დისკუსია გაიმართა

"სოციალური მედიის კონტენტის მართვის სამართლებრივი ასპექტები, დეზინფორმაცია და მედიაწიგნიერება"- ამ სახელწოდებით მრგვალი მაგიდის გარშემო დისკუსია გაიმართა როგორც ადგილობრივ, ასევე უცხოელ სპიკერებს შორის. ღონისძიების ფარგლებში განიხილეს და იმსჯელეს დეზინფორმაციის გავრცელების საფრთხის მნიშვნელობაზე საზოგადოებისათვის და ამ საფრთხის თავიდან აცილების მექანიზმებზე.

"ციფრული დემოკრატიის ცენტრის დამფუძნებლის" ნინი შენგელიას განცხადებით, ეს პრობლემა საქართველოს წინაშე მწვავედ დგას, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ დეზინფორმაციის გავრცელების კუთხით. მისი თქმით, აუცილებელია, რომ საზოგადოებაში მედიაწიგნიერების დონე იყოს გაძლიერებული და ადამიანები გაუმკლავდნენ დეზინფორმაციის ნაკადს.

"სექტორი 3"-ის თავმჯდომარის ქეთევან ჩაჩავას თქმით, მნიშვნელოვანია დეზინფორმაციასთან ბრძოლისა და მედიაწიგნიერების კუთხით დასავლეთის პრაქტიკის გათვალისწინება.

დღის ამბები