19 ნოემბერი 2024,   03:46
ვრცლად
ონლაინ ლექციის ჩაშლის მცდელობისა და ლექტორებისთვის შეურაცხყოფის მიყენების გამო თსუ-ს სტუდენტს სტატუსი შეუწყდა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ონლაინ ლექციის ჩაშლის მცდელობისა და ლექტორებისთვის შეურაცხყოფის მიყენების ფაქტთან დაკავშირებით ინციდენტში მონაწილე სტუდენტს სტატუსი შეუწყდა. ინფორმაცია "რუსთავი 2"-ს თსუ-ში დაუდასტურეს.

თსუ-ს განცხადებით, გადაწყვეტილება შესაბამისი ფაკულტეტის საბჭომ მიიღო.

"ამასთან, თსუ-მ მომხდარ ფაქტებთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. შსს ამ პირთა იდენტიფიცირების შემდეგ, თავისი კომპეტენციის ფარგლებში საქმეს შესაბამის მსვლელობას მისცემს. ფაქტის მოკვლევის შემდეგ, თუ ინციდენტის მონაწილე სხვა პირებიც სტუდენტები აღმოჩნდებიან, უნივერსიტეტი დამატებით იმსჯელებს მათ საკითხთან დაკავშირებითაც. 

საკითხის განხილვისას უნივერსიტეტის ადმინისტრაცია "უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონით, უნივერსიტეტის წესდებითა და შიდა სამართლებრივი რეგულაციებით იხელმძღვანელებს. თსუ-ის 22 ათასამდე სტუდენტმა სწავლა დისტანციურად, Zoom პლატფორმის გამოყენებით 14 სექტემბერს დაიწყო," - ნათქვამია თსუ-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

დღის ამბები