19 ნოემბერი 2024,   03:25
ვრცლად
"ცესკოს, ბიძინა ივანიშვილი და მისი სპეცსამსახურები იყენებენ როგორც გაყალბების მექანიზმს" - თინა ბოკუჩავა

კამათი იყო ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხდომაზე, სადაც "ნაციონალურმა მოძრაობის" წევრებმა სიტყვით გამოსვლა მოითხოვეს. მათ საუბარი სურდათ ბოლო დროს გახშირებულ ინციდენტებზე და საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების შესახებ, თუმცა სიტყვით გამოსვლის საშუალება კომისიის თავმჯდომარემ არ მისცა.

თამარ ჟვანიამ არგუმენტად დაასახელა ის, რომ საკითხები, რომელზეც საუბარი ოპოზიციონერებს სურდათ, სხდომის დღის წესრიგს სცდებოდა. 

"ძალადობა დაიწყო იმ გარემოებით, რომ საოლქო საარჩევნო კომისია რ აცნობდა მასალებს ჩვენი საოლქო კომისიის წევრს, ლაშა ქველაძეს, რომელიც შემდეგ გახდა თავდასხმის ობიექტი. ცესკოს, ბიძინა ივანიშვილი და მისი სპეცსამსახურები იყენებენ, როგორც გაყალბების მექანიზმს და არა როგორც თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გარანტს,“ - განაცხადა თინა ბოკუჩავამ. 

 

 

 

 

დღის ამბები