19 ნოემბერი 2024,   03:34
ვრცლად
"საქართველოს ინტერესების დაზიანებას კომისია არ დაუშვებდა"  - ივერი მელაშვილი გარეჯის საკითხთან დაკავშირებით

აზერბაიჯანისა და საქართველოს საზღვრის სადავო ტერიტორიის გადაწყვეტის საკითხი ახალ ფაზაშია. იმ ფონზე, როდესაც ბოლო წლების განმავლობაში ხელისუფლება ამტკიცებდა, რომ აზერბაიჯანთან მიმდინარეობდა მოლაპარაკებები დავის ქვეყნისთვის სასიკეთოდ გადასაწყვეტად, საქმეში მოულოდნელად ახალი გარემოებები გაჩნდა.

ამ გარემოებას კი გამოძიება მიჰყავს ყოფილი სახელისუფლებო გუნდის წევრების და იმ პირების სავარაუდო შეცდომამდე, რომლებიც საზღვრების დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომიისიის შემადგენლობაში იყვნენ. საქმე უკავშირდება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო შეთანხმებას.

ამ საქმეზე რომ გამოძიება დაიწყო, საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა გუშინ, პროკურატურის წერილობითი განცხადებით. აქ კონკრეტული თარიღი მითითებული არ იყო, თუმცა ირკვევა, რომ გამოძიება სწავლობს 2006-2007 წლებში მომუშავე ჯგუფის საქმიანობას.

საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის და დემარკაციის სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი აცხადებს, რომ საქართველოს ინტერესები კომისიას არ დაურღვევია და მისი თქმით ტერიტორიების გადაცემაზე საუბარი წარმოუდგენელია.

ივერი მელაშვილი კატეგორიულად უარყოფს, რომ კომისია აზერბაიჯანთან ისეთ საკითხზე შეთანხმდა რაც საქართველოსთვის იქნებოდა დამაზიანებელი.

ივერი მელაშვილი პროკურატურაში უკვე გამოიკითხა.

"რაღაც მონაკვეთები შეთანხმდა, მაგრამ საქართველოს ინტერესების დაზიანებას არც კომისია დაუშვებდა და არც არავინ. ჩაატარონ ექსპერტიზა და ნახონ. როგორც კომისიის წევრმა, შემიძლია ვთქვა, რომ არავითარი საქართველოს ინტერესი არ დათმობილა. ან რა ტერიტორიის დათმობაზეა საუბარი, ეს არის წარმოუდგენელი რამ,"- განაცხადა ივერი მელაშვილმა.

დღის ამბები