ჰქონდა თუ არა მარნეულში "ნაციონალური მოძრაობის" კომისიის წევრებს პირველი სხდომის ჩატარების შესახებ ინფორმაცია- საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია აცხადებს, რომ სხდომებს "ნაციონალური მოძრაობის" წევრები ესწრებოდნენ.
"სხდომის ოქმებშიც კი ფიქსირდება, რომ "ნაციონალური მოძრაობის" 26 კომისიის წევრი ესწრებოდა სხდომებს, მაშინ, როდესაც ამბობენ, რომ მათი წარმომადგენლები არ იყვნენ სხდომებზე. რა პოლიტიკური განცხადებებიც კეთდება, არ ასახავს იმას, რაც შიგნით ხდება, შიგნით ყველაფერი კანონშესაბამისია. ამას აკვირდებიან მიუკერძოებელი დამკვირვებლები,"- განაცხადა თამარ ჟვანიამ.