საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, თამარ ჟვანია ამბობს, რომ არჩევნებს მიკერძოებული დამკვირვებლები ჰყავს და მათ შესახებ სუბარი ეუთო/ოდირის ანგარიშშიც არის საუბარი.
თამარ ჟვანია ამბობს, რომ რეკომენდაციაც არის გაცემული მათი მხრიდან, რომ ქვეყანამ მიიღოს კონკრეტული ზომები იმისთვის, რომ ე.წ. ცრუ დაკვირვება იქნეს შემცირებული.
თუმცა, ცესკოს თავმჯდომარე აცხადებს, რომ ქვეყანაში არიან მიუკერძოებელი დამკვირვებლებიც, რომლებიც წლების განმავლობაში მაღალი პროფესიული სტანდარტით არიან ჩართულები საარჩევნო პროცესში.
"მიკერძოებული დამკვირვებლები რომ არიან, ეს ეუთო/ოდირის ანგარიშშიც არის აღწერილი და პირიქით, რეკომენდაციაც კი არის გაცემული ცენტრალურ საარჩევნო კომისიაზე და ზოგადად, მთლიანად ჩვენს ქვეყანაზე, რომ კონკრეტული ზომები მიიღოს იმისთვის, რომ ე.წ. ცრუ დაკვირვება იქნეს ამ ქვეყანაში თავიდან არიდებული,“ - ამბობს თამარ ჟვანია.
აქვე, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ამბობს, რომ ცესკო არჩევნებს ჩაატარებს მაღალი სტანდარტებით, გამჭვირვალედ და ყველა უფლებამოსილ პირს ექნება საშუალება კანონის ფარგლებში პროცესში ჩაერთოს.