08 მაისი 2024,   08:48
ვრცლად
სამხრეთ კავკასია საერთაშორისო საზოგადოების ეპიცენტრში - მთიან ყარაბაღში შეიარაღებულ კონფლიქტს ასეულობით ადამიანი ემსხვერპლა

სამხრეთ კავკასიის რეგიონი უკვე მეოთხე დღეა საერთაშორისო საზოგადოებისა და პოლიტიკური ლიდერების ყურადღების ეპიცენტრში მოექცა. მთიან ყარაბაღში კონფლიქტი განახლდა, ოფიციალური ბაქოსა და ერევანის განცხადებით, კონფლიქტის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა უკვე ასეულობით ადამიანს შეადგენს, მხარეებს შორის ტერიტორიულ დავას უკვე ემსხვერპლა ათეულობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე, მათ შორის ბავშვების.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო მოწინააღმდეგის დანაკარგებს აჯამებს. უწყების ცნობით, კონფლიქტის დაწყებიდან დღემდე დაღუპული და დაშავებულია 2300-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე. განადგურებულია 130 ერთეული ჯავშანტექნიკა, 200-ზე მეტი საარტილერიო, საზენიტო სისტემა და ნაღმტყორცნი.

სომხეთი კი კონფლიქტში თურქეთის მონაწილეობის დამადასტურებელი მტკიცებულებების გამოქვეყნებას აანონსებს. ამასთან თავდაცვის უწყება ფრონტზე მიღწეულ წარმატებებზე საუბრობს და ამბობს, რომ შეიარაღებულმა ძალებმა კონტროლი 2 დღის წინ დაკარგულ პოზიციებზე აღადგინეს. 

მორიგ განცხადებას აკეთებს თურქეთი. ქვეყნის საგარეო უწყება კონფლიქტში მონაწილეობას უარყოფს, მაგრამ შესაბამისი მოთხოვნის შემთხვევაში არც ამ სცენარს გამორიცხავს.

შეიარაღებული დაპირისპირება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის 27 სექტემბერს განახლდა. მსოფლიოს არაერთი ქვეყნის და საერთაშორისო ორგანიზაციის მოწოდების მიუხედავად, მხარეები ცეცხლის შეწყვეტაზე ჯერჯერობთ ვერ შეთანხმდნენ.

დღის ამბები