19 ნოემბერი 2024,   07:17
ვრცლად
შემზღუდავი ღონისძიებები, რომელიც აჭარაში დავიწყეთ, ახერხებს ეპიდემიის გავრცელების სტაბილიზაციას - თამარ გაბუნია

დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, აჭარაში არსებულ ვითარებაზე საუბრობს. თამარ გაბუნია ამბობს, რომ ბათუმში თბილისიდან დამატებითი მედპერსონალის მობილიზება მოხდება, რადგან კოვიდმიმღებ განყოფილებებში ჯგუფები გაძლიერდეს.

ასევე, მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ ბათუმში კოვიდშემთხვევების ზრდა შეინიშნება, თუმცა ვითარება შემზღუდავი ღონისძიებები ვითარების სტაბილიზაციას ხელს უწყობს.

"გასული 24 საათის განმავლობაში დაფიქსირდა 241 ახალი შემთხვევა, რაც არის მცირედი ზრდა წინა დღესთან შედარებით. ეს არის კიდევ ერთი ნიშანი იმისა, რომ შემზღუდავი ღონისძიებები და სხვა პრევენციული ღონისძიებები, რომელიც აჭარაში დავიწყეთ, ახერხებს ეპიდემიის გავრცელების სტაბილიზაციას, მიმდინარეობს აქტიური მუშაობა ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან, იმისთვის რომ გაძლიერდეს რეანიმატოლოგების ჯგუფი, თბილისიდან ჩაერთვება პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გუნდი, ასევე ინფექციური საავადმყოფოს გუნდი,“ - განაცხადა თამარ გაბუნია. 

დღის ამბები