ჯანდაცვის სამინისტროში თენგიზ ცერცვაძის სავარაუდო გადადგომის შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებენ. მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია ამბობს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით, ინფექციონისტთან კომუნიკაცია არ ჰქონია.
მისი თქმით, უახლოეს პერიოდში ცერცვაძეს აჭარაში ელოდებიან, რათა ვირუსთან დაკავშირებით არსებულ ვითარებას გაეცნოს.
"ბათუმში ვარ მეორე დღეა და ამ ინფორმაციას ჩვენამდე არ მოუღწევია. ერთი ვიცი, რომ ბატონი თენგიზი ემზადება ბათუმში ვიზიტისთვის, ეს ინფორმაცია გაჟღერდა დღეს, ასე რომ ვერაფერს გეტყვით ამასთან დაკავშირებით. ვიცი, რომ აპირებს ჩამოვიდეს ამ დღეებში, როგორც ქალბატონი მარინა გახლდათ ჩამოსული,“ - აცხადებს თამარ გაბუნია.
მედიაში გავრცელებული დაუზუსტებელი ინფორმაციით, ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ თანამდებობა დატოვა.