19 ნოემბერი 2024,   07:27
ვრცლად
თბილისის მერმა რეაბილიტირებული სპორტული ცენტრი "იმედი“ დაათვალიერა

თბილისის მერმა კახა კალაძემ, მერის მოადგილე ანდრია ბასილაიასთან და კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროს ირაკლი გვილავასთან ერთად, რეაბილიტირებული სპორტული ცენტრი "იმედი“ დაათვალიერა.

თბილისის მერის განცხადებით, სპორტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ხელს უწყობს ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვას.

საფეხბურთო ცენტრის რეაბილიტაცია თბილისის მერიის ინიციატივით განხორციელდა. პროექტის ფარგლებში, სრულად განახლდა შენობა და მოედანი; შეიცვალა შენობის სახურავი, კედლები და ფასადი; დაიგო მოედნის საფარი, დამონტაჟდა განათების სისტემა და დამცავი ბადეები; განახლდა საცურაო აუზის სისტემა; მოეწყო ახალი გასახდელები და საშხაპე ოთახები. შესაბამისად, ცურვის შემსწავლელ ჯგუფებსა და საფეხბურთო სკოლას საშუალება ექნება, მოსწავლეები თანამედროვე გარემოში მიიღოს.

"ძალიან მნიშვნელოვანია სპორტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ქალაქში იმისთვის, რომ ჩვენს შვილებს, მომავალ თაობებს ხელი შევუწყოთ, დავნერგოთ და პოპულარიზაცია გავუწიოთ ჯანსაღი ცხოვრების წესს. აუცილებელია, ავუხსნათ მათ, რამდენად მნიშვნელოვანია იცხოვრონ ჯანსაღად“, - განაცხადა კახა კალაძემ. 

დღის ამბები