"ევროპული საქართველოს" ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატი, სოფელ ინგირში, დევნილების დასახლებაში, ადგილობრივებს შეხვდა და მათი პრობლემები მოისმინა.
გიგი უგულავას თქმით, დევნილებს აქვთ მძიმე სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობა, რასაც ემატება ინფრასტრუქტურული პრობლემები.
უგულავამ აღნიშნა, რომ დევნილებს განსაკუთრებული მხარდაჭერა სჭირდებათ, ხოლო ხელისუფლება ამ ადამიანებს ყურადღებას არ აქცევს.