19 ნოემბერი 2024,   06:47
ვრცლად
გიორგი შაქარაშვილის დედა სასამართლოში გამოცხადებასა და დაკითხვაზე უარს ამბობს

გიორგი შაქარაშვილის დედა სასამართლოში გამოცხადებასა და  დაკითხვაზე უარს ამბობს.

დაზარალებულმა მცხეთის რაიონულ სასამართლოს წერილობით მიმართა. მიზეზად შვილმკვდარი მშობელი ასახელებს იმ გარემოებას, რომ არ სურს ნახოს შვილის მკვლელობაში ბრალდებული პირები.

წერილში დაზარალებული აღნიშნავს, რომ მისთვის მთავარია, დამნაშავეებმა კანონის შესაბამისად აგონ პასუხი.

დღეს სასამართლო დაკავებული 6 არასრულწლოვნის საქმეზე მსჯელობს. მათ ძალადობას, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას და მასში მონაწილეობას, ასევე თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავებიან.

დღის ამბები