19 ნოემბერი 2024,   06:47
ვრცლად
პანტელეიმონ მკურნალის ტაძრის წინამძღვარს, მრევლს და სტიქაროსნებს COVID-19 დაუდასტურდათ

სანზონაში, პანტელეიმონ მკურნალის ტაძრის წინამძღვარს, მრევლს და სტიქაროსნებს კორონავირუსი დაუდასტურდათ.

არსებული ინფორმაციით, კორონავირუსი ჯვართამაღლების დღესასწაულზე 16 პირს გადაედო. ტაძარი მრევლისთვის 10 დღით დაიკეტა.

"5 დღის წინ გაირკვა, რომ მამაოს და მესანთლეს, რომელსაც უშუალო შეხება ჰქონდა მამაოსთან, ვირუსი ჰქონდათ. როგორც ვიცი, მამაოს ინფქცია მრევლისგან გადაედო. ჯერჯერობით არც აქ და არც მიმდებარე კორპუსებში დეზინფექცია არავის ჩაუტარებია,"-უთხრა "კურიერს" ადგილობრივმა დავით სურმავამ. 

"თქვეს, რომ მამაოს, მესანთლეს, მგალობელს და კიდევ დაემატა ხალხი, კორონა დაუდგინდათ. ჯერ არავის მოუკითხებია დეზინფექციაზე," - უთხრა "კურიერს" ადგილობრივმა ამალია წიბახაშვილმა.

დღის ამბები