19 ნოემბერი 2024,   06:38
ვრცლად
საქართველო-აზერბაიჯანის სასაზღვრო სადავო მონაკვეთზე მამა კირიონის შემდეგ საგამოძიებო უწყებაში ივერი მელაშვილი დაიბარეს

საქართველო-აზერბაიჯანის სასაზღვრო სადავო მონაკვეთზე გენერალურ პროკურატურაში დაკითხვები გრძელდება. მამა კირიონის შემდეგ დღეს საგამოძიებო უწყებაში ივერი მელაშვილი დაიბარეს.

იგი იმ კომისიის წევრია, რომლის სავარაუდო გადაცდომაზეც გამოძიება მიმდინარეობს. ივერი მელაშვილის სახლში გუშინ ჩხრეკა ჩატარდა.

დაკითხვამდე ივერი მელაშვილმა განაცხადა, რომ მისი მისამართით შეკითხვები სავარაუდოდ, დოკუმენტაციასთან დაკავშირებით იქნება.

"ტერიტორიიდან უმეტესი ნაწილი საქართველოს მხარეზეა და ეს ცალსახაა. საუბარია მხოლოდ დავით გარეჯის ქედზე, რომლის იქითაც არის კელიები და აღდგომის ტაძარი. ზედა ქედზე საზღვარი დადგენილია 1929 წელს, შემდეგ კი 1938 წელს არის რუკებზე გადატანილი. ამაში კანონსაწინააღმდეგო არაფერია და ვერც იქნებოდა,"- განაცხადა მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობების სამსახურის უფროსმა ივერი მელაშვილმა. 

 

დღის ამბები