19 ნოემბერი 2024,   06:41
ვრცლად
ზოგიერთი პრობლემა არ წყდება საკანონმდებლო დონეზე, მას სჭირდება პოლიტიკური ნება - NDI-ის საქართველოს ოფისის დირექტორი

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა "კარგი მმართველობის" ფორუმს უმასპინძლა. საერთაშორისო კონფერენციაზე პოლიტიკური გამჭვირვალობის უზრუნველყოფის ინოვაციური მიდგომები განიხილეს, იმსჯელეს საარჩევნო კანონმდებლობასა და არსებულ პრაქტიკაზე.

"მრავალწლიანი გამოცდილება მაქვს საქართველოში ყოფნისა და არჩევნებზე დაკვირვების. ამ პროცესში ბევრი გამოწვევაა, მათ შორის ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენების ფაქტები, დონორები, ფინანსების გახარჯვა. სწორედ ეს საკითხები - ფული და პოლიტიკაა პანელის მთავარი თემა.

რესურსების სწორად გამოყენება ქმნის სანდოობას დემოკრატიულ არჩევნებში. სამწუხაროდ, ყველა ქვეყანაში და მათ შორის საქართველოშიც, ამ საკითხებს უფრო ფართო განხილვა სჭირდება, ვიდრე მხოლოდ ტექნიკურ და საკანონმდებლო დონეზე მიდგომაა. ზოგიერთი პრობლემა არ წყდება საკანონმდებლო დონეზე, მას სჭირდება პოლიტიკური ნება. აქ მთავარია როგორ შევქმნათ ეს ნება და ნდობა," - განაცხადა აშშ-ს ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საქართველოს ოფისის დირექტორმა ლორა ტორნტონმა.

დღის ამბები