20 აპრილი 2024,   15:04
ვრცლად
"ერთიანი საქართველო დემოკრატიული მოძრაობის" პრემიერობის კანდიდატი ნინო ბურჯანაძე იქნება

"ღამის კურიერის" ეთერში "ერთიანი საქართველოს" გენერალურმა მდივანმა გიგლა ბარამიძემ განაცხადა, რომ პარტიის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი იქნება ნინო ბურჯანაძე.

"ჩვენი გუნდის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ქალბატონი ნინო ბურჯანაძე იქნება, თუმცა განსხვავებით სხვა პარტიების ლიდერებისგან, ყოველ წუთს ამაზე ჩვენ არ ვსაუბრობთ, რადგან საქმიანი ხალხი ვართ.

ეტაპრობრივად ვახორციელებთ ჩვენს ქმედებებს, რა თქმა უნდა, ჩვენი პრემიერობის კანდიდატი იქნება ნინო ბურჯანაძე,"- განაცხადა გიგლა ბარამიძემ.

"ერთიანი საქართველო" საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციას 6 ოქტომბერს გამართავს. 

ნინო ბურჯანაძის თქმით, პროგრამაში საარსებო მინიმუმის გაზრდაზეა აქცენტი გაკეთებული, ასევე განათლების პროგრამაზე. 

დღის ამბები