17 ივნისი 2026,   00:13
ვრცლად
ისრაელმა აშშ-ს ირანთან შეთანხმების ტექსტის ნახვა სთხოვა, თუმცა უარი მიიღო - CNN

ისრაელმა აშშ-ს ირანთან შეთანხმების ტექსტის ნახვა სთხოვა, თუმცა უარი მიიღო - ამის შესახებ, CNN-ს ისრაელელმა წყარომ განუცხადა. ამ ნაბიჯმა აშშ-ის მოკავშირე გაურკვევლობაში დატოვა.

წყაროს თქმით, მოთხოვნის უარყოფის ერთ-ერთი მიზეზი ის იყო, რომ ტრამპის ადმინისტრაცია შიშობდა, რომ პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ შეთანხმების შესახებ ინფორმაციას ოფიციალურად გამოქვეყნებამდე გაავრცელებდა.

ამ თხოვნისა და შემდგომი უარის შესახებ ინფორმაცია პირველად ისრაელის i24 News-მა გაავრცელა.

აშშ-ის ოფიციალურმა პირმა ამ ცნობას "არაზუსტი" უწოდა და აღნიშნა, რომ მოლაპარაკებების განმავლობაში შეერთებული შტატები მჭიდრო კოორდინაციაში რჩებოდა თავის რეგიონულ პარტნიორებთან, მათ შორის ისრაელთან. CNN-მა კომენტარისთვის ისრაელის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციას მიმართა.

ორშაბათს კი, ნეთანიაჰუმ პრესკონფერენცია გამართა, სადაც 8 წუთიან შესავალ განცხადებაში შეთანხმებას თითქმის არ შეეხო.

მოგვიანებით, დასმულ კითხვაზე ნეთანიაჰუმ უპასუხა, რომ ის და პრეზიდენტი დონალდ ტრამპი "ყოველთვის ყველაფერში არ ეთანხმებიან ერთმანეთს".

მან ასევე აღნიშნა: "ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით, როგორი იქნება ეს შეთანხმება".

 

 

 

დღის ამბები