05 მაისი 2024,   13:32
ვრცლად
დონალდ ტრამპი სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს - მან ექსპერიმენტული ანტისხეულების კოქტეილი მიიღო

დონალდ ტრამპი სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს. ექიმის ინფორმაციით, მან ექსპერიმენტული ანტისხეულების კოქტეილი მიიღო.

ექიმების რჩევით, აშშ-ის პრეზიდენტი სამხედრო ჰოსპიტალში რამდენიმე დღეს გაატარებს. მისი და პირველი ლედის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

კორონავირუსი დაუდასტურდა "რესპუბლიკელ“ სენატორ ტომ ტილისსა და ტრამპის საარჩევნო შტაბის მენეჯერსაც.

პარალელურად, კორონავირუსის შემთხვევები მსოფლიოში უკვე 34 მილიონს გასცდა. პანდემიის ეპიცენტრად კვლავ შეერთებული შტატები და ბრაზილია რჩება, თუმცა რთული ეპიდემილოგიური ვითარებაა ევროპაშიც. მადრიდსა და მის ირგვლივ მდებარე ცხრა ქალაქში კორონავირუსთან დაკავშირებით ახალი შეზღუდვები დაწესდა. გასული დღე-ღამის განმავლობაში, გერმანიაში კორონავირუსი 3 ათასამდე ადამიანს დაუდასტურდა. ბოლო 24 საათში ინფექცია 7 ათასამდე ადამიანს დაუდგინდა გაერთიანებულ სამეფოში. კორონავირუსით ინფიცირების დღიურმა მონაცემმა 2 000-ს პირველად გადააჭარბა პოლონეთში.

დღის ამბები