ოკუპირებულ გალის რაიონში უკანონოდ დაკავებულ საქართველოს მოქალაქე ირაკლი ბებუას გათავისუფლების მოთხოვნით, ”ქართული ოცნების" ოფისთან "პროგრესულმა საქართველომ” აქცია გამართა.
ისინი ქართულ მხარეს მოუწოდებენ, რეაგირება მოხდინონ და დაუყოვნებლივ საქმის კურსში ჩააყენონ საზოგადოება, თუ სად და რა მდგომარეობაშია ირაკლი ბებუა.
"მისი დღევანდელი ყოფა არ არის გარკვეული, თუ რა მდგომარეობაშია. შესაძლებელია იგი არის წამების მსხვერპლი, მაგრამ ამ ყოველივეზე ოფიციალური ქართული მხარე დუმს. ამიტომ, მე მოვუწოდებ ქართულ მხარეს, რომ რეაგირება მოახდინოს და დაუყოვნებლივ საზოგადოება ჩაგვაყენოს საქმის კურსში, თუ სად არის ეს გმირი მოქალაქე და რა მდგომარეობაშია, რათა არ მიეცეს აფხაზ სეპარატისტებს იმის შესაძლებლობა, რომ რაიმე ფორმით ამ ადამიანს ფიზიკური ან ფსიქოლოგიური ზიანი მიადგეს,“ - განაცხადა ალექსანდრე კობაიძემ.