19 ნოემბერი 2024,   06:19
ვრცლად
განათლების მინისტრმა სამართლისა და ეკონომიკის ცენტრის საიუბილეო ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტისა და თბილისის ღია უნივერსიტეტის ერთობლივი ცენტრის – სამართლისა და ეკონომიკის ცენტრის საიუბილეო ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.

ღონისძიებაზე საჯარო-კერძო უნივერსიტეტების პარტნიორობის საფუძველზე სამართლისა და ეკონომიკის მეცნიერების სფეროში ჩამოყალიბებული პირველი ინტერდისციპლინური ცენტრის საქმიანობის ანგარიში წარმოადგინეს.

საიუბილეო ღონისძიების ფარგლებში გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი სამართლისა და ეკონომიკის ცენტრსა და საქართველოს უზენაეს სასამართლოს შორის, რომელსაც ხელი ირაკლი ბურდულმა და ნინო ქადაგიძემ მოაწერეს.

დღის ამბები