ხელვაჩაურში, იმ ადგილას სადაც სტიქია მოხდა, ადგილობრივები ამბობენ, რომ ტერიტორია საცხოვრებლად საშიში ზონაა. მისი თქმით, მცოცავი ნიადაგის გამო, საცხოვრებელი სახლის კედლები დაბზარულია და იქ ცხოვრება სიცოცხლისთვის სახიფათოა.
ადგილობრივები ამბობენ, რომ 2008 წლის შემდეგ არა ერთხელ მიმართეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტს, თუმცა მათ მოთხოვნას რეაგირება არ მოჰყოლია.
"რამდენი ხალხი უნდა ამოწყდეს, რამდენი ოჯახი უნდა დაიღუპოს? იგივე სიტუაციაა ჩემთან სახლში. 2008 წლიდან მოყოლებული გეოლოგების დასკვნაც არის, რომ ჩვენს სახლში ცხოვრება არ შეიძლება. შევიტანთ განცხადებას, ბიუჯეტი არ არისო მარტო ამას გაიძახიან. რომ ამოწყდება ხალხი და რომ იხოცება ოჯახები, მერე იძახიან საქართველო გლოვობსო,“ - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.
განცხადება გააკეთა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერმა, ჯუმბერ ვარდმანიძემ.
"არ ჰქონდა მომართული შესაბამის სამსახურებთან ან ჩვენთან ფერდსამაგარი სამუშაოების ჩატარების თაობაზე, თქვენ შეგიძლიათ ამოიღოთ, გამოითხოვოთ დოკუმენტაცია, თუ ესეთი დოკუმენტაცია არსებობს, არსებობის შემთხვევაში მოგაწოდებთ. გზა იყო, უბრალოდ კეთილმოეწყო გზა, დაეგო ბეტონი. ვიზუალურად არავითარ საშიშროებას არ წარმოადგენს,“ - ამბობს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი, ჯუმბერ ვარდმანიძე.