ტელეკომპანია ”იმედის” წამყვანს, ზურაბ ბალანჩივაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ჟურნალისტი ამბობს, რომ აღენიშნება ტემპერატურა. მისი თქმით, ინფექცია მსუბუქ ფორმებში აქვს და რაიმე ჩარევას არ საჭიროებს.
"სიცხე მაქვს, დაახლოებით 38. რაც მითხრა ექიმმა დავლიო ბევრი რაოდენობით წყალი და სითხე, ზოგადად, იმიტომ რომ მსუბუქ ფორმაში მაქვს და რაიმე მნიშვნელოვან ჩარევას არ ვსაჭიროებ და ვიტამინები მივიღო, კიდევ.
სიმპტომის გამოვლენიდან 48 საათით უკან ტარდება ეპიდკვლევა, კონტაქტების კვლევა და კონტაქტები მიკვლეულია, ნელ-ნელა ვახარისხებთ, რომელი შეიძლება იყოს უფრო მართლა კონტაქტი და რომელი შეიძლება არ იყოს,“ - განაცხადა ზურაბ ბალანჩივაძემ.