თემქაზე 2 ადამიანის ცხედარი იპოვეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლითაა დაწყებული.
"რუსთავი 2-ის" ინფორმაციით, შემთხვევის მიზეზი ბუნებრივი აირით ინტოქსიკაციაა.
"კურიერი" მომხდარის შესახებ დამატებით დეტალებს ამ წუთებში არკვევს და მოგვიანებით შემოგთავაზებთ.